ახალი ამბები
დატბორილი სავაჭრო ობიექტები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ძლიერმა წვიმამ  ქუთაისში ქალქის ცენტარალურ ნაწილზე მდებარე სავაჭრო  ობიექტები დატბორა. განსაკუთრებით დაზიანდა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე კომერციული ობიექტი.
როგორც მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ ძლიერი წვიმის დროს სანიაღრე არხები გაივსო, რის შედეგადაც დაგროვებული წყლის ტალღა მაღაზიებში შევარდა.

"ძლიერი წვიმის დროს ყოველთვის იტბორება ფალიაშვილის ქუჩა, თუმცა, ბოლო 5 წლის მანძილზე მსგავსი შემთხვევა ამ მაღაზიაში არ მქონია. საქონლის დაახლოებით 80% გაფუჭდა და უარგისია. უკვე მერამდენე წელია რა ვერ მოიფიქრეს ამ სანიაღვრეების გაკეთება", - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი.



ფალიაშვილის ქუჩა #11-ში მდებარე  მაღაზია

ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ფეხსაცმელების მაღაზია, რომელიც დაიტბორა

ფალიაშვილის ქუჩა #31-ში მდებრე სავაჭრო ობიექტი

"ფეხსაცმელების უმეტესობა  გაფუჭებულია, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ საკანალიზაციო არხმა არ გაატარა წვიმის უხვი ნალექი".


ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფება ფლიაშვილის ქუჩა N11-ში მდებარე ფეხსაცმელების სავაჭრო ობიექტი, რომლის მეპატრონემაც სამაშველო სამსახურს დახმარება სთხოვა.

"ჩვენი ძალებით ამოვტუმბეთ წყალი"




ქუთაისის ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი მჟავანაძე განმარტავს რომ, ფალიაშვილის ქუჩაზე მაღაზიიის დატბორვა იმან გამოიწვია რომ ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხმა  ერთბაშად მოსული უხვი ნალექი ვერ გაატარა.

"თვითონ სანიაღვრეს არანაირი პრობლემა არ ქონდა უბრალოდ უხვი ნალექი, რომელმაც სტიქიის სახე მიიღო ერთბაშად ვერ გაატარა სანიაღვრემ, ჩვენი ადგილზე მისვლის დროს ობიექტის მეპატრონეებს თავისი ძალებით ჰქონდათ გათავისუფლებული მაღაზიები ჩასული წყლით", - განმარტავს გიორგი მჟავანაძე.
მისი თქმით, კომპანია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, სადაც ცხელი წერტილები იყო და ადგილზე შესაბამისი ტექნიკაც იყო მობილიზებული. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.