ახალი ამბები
საგამოფენო დარბაზმა „ვარლამ“ მხატვართა საშემოდგომო გამოფენას უმასპინძლა
FaceBook
მხატვართა კავშირის ქუთაისის (იმერეთის) ორგანიზაციის საგამოფენო დარბაზ "ვარლაში" მხატვართა საშემოდგომო გამოფენა მოეწყო.

წარმოდგენილი იყო 60 მხატვრის 105 ნამუშევარი.

"მხატვრებს იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ საკუთარი ნახატები. ამ ტიპის გამოფენები ამის შესანიშნავი საშუალებაა", - აღნიშნა მხატვართა კავშირის ქუთაისის (იმერეთის) ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვალერი მეძმარიაშვილმა.

საშემოდგომო, საგაზაფხულო და საშობაო გამოფენები მხატვართა კავშირის ტრადიციული ღონისძიებებია, რომელიც ყოველწლიურად მხატვართა კავშირში იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა ჟანრსა და ტექნიკაში მომუშავე არტისტები.

"გამოფენა მნიშვნელოვანია მხატვისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით საკუთარ შემოქმედებას აჩვენებს, არამედ თავადაც სხვა თვალით შეხედოს ნახატს, რადგან შენს სამუშაო კუთხეში სხვაგვარად ჩანს. გამოფენაზე, სხვა სივრცეში სხვაგვარად ეხსნება თავად ავტორი", - აღნიშნა მხატვარმა ირმა კუხიანიძემ.

საშემოდგომო გამოფენა ქალაქის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.