ახალი ამბები
"3-5 წლის ვადაში ყველას გადაეცემა ბინა" - სოზარ სუბარის დაპირება დევნილებს
FaceBook
ქუთაისში დევნილების ბინების გადაცემაზე, სოზარ სუბარმა დაპირება გასცა.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა განმარტა,  რომ 3- 5 წლის მანძილზე განხორციელდება ისეთი პროექტი, რომლის თანახმადაც არცერთი დევნილი არ დარჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე.

"მთლიანობაში ჩვენ ახლა ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ძალიან დიდ გეგმაზე, რითაც მომავალი 3-5 წლის განმავლობაში, 35 ათასი ბინა აშენდება და ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დევნილს ქონდეს სახლი," - განაცხადა მინისტრმა.

ქუთაისში "ტორპედოს" სტადიონზე ბინის გასაღები 429  დევნილ ოჯახს გადაეცა.

ქუთაისში დევნილი ოჯახებს ბინები აღმაშენებლის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში დაურიგდათ.

დევნილთა ადგილობრივ სამმართველოში აცხადებენ, რომ ბინები სამართლიანად გადანაწილდა და პრიორიტეტი იმ ოჯახებზე გაკეთდა, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.

თუმცა ანალოგიურად არ ფიქრობდნენ ის დევნილები, რომლებიც სამინისტროს წარმომადგენლებს ბინების შერჩევით გადაცემაში ადანაშაულებდნენ.

სწორედ ამ მიზეზით, სამინისტროს კომისიის მიერ ბინების გადანაწილების პროცესი, ქუთაისში, დევნილთა სამმართველოსთან ხმაურისა და დევნილების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე:

429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინის გასაღები გადასცეს

ბინებით დაკმაყოფილებული და მის გარეშე დარჩენილი დევნილების საცხოვრებელი პირობები (ვიდეო)

18 ოჯახი ნგრევად ობიექტში - რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები (ფოტო)

"ავიფეთქებ თავს" - დევნილების მიმართვა მინისტრს და პროტესტი ბინების განაწილებაზე ქუთაისში (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.