ახალი ამბები
შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია იმერეთში თხილით დაინტერესდა
FaceBook
შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია camille bloch წარმოებისთის იმერეთის მუნიციპალიტეტები დაათვალიერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ქუთაისიპოსტს" იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი ესაუბრა.

როგორც ის ამბობს, შვეიცარული კომპანია, იმერული თხილით დაინტერესდა და ამ მიზნით თხილის საწარმოს შესაქმნელად საჭირო ტერიტორიას არჩევს.

"კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს წყალტუბოს და სამტრედიის ტერიტორიები, ასევე დაინტერესდნენ გურიით. ჯერჯერობით ასეთი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს," - ამბობს  ხახალეიშვილი.

მისივე თქმით, პლანტაციებისთვის საჭირო ტერიტორიის მოძიების შემდეგ, ასევე მოხდება ნიადაგის შესწავლა და საბოლოო გადაწყვეტილების პასუხიც ცნობილი გახდება.

შოკოლადის მწარმოებელ კომპანიას camille bloch არსებობის 80 წლიანი ისტორია აქვს.

camille bloch შოკოლადის მთავარ იგრედიენტს სწორედ თხილის გული წარმოადგენს.


მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch იმერეთში თხილის წარმოებას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე Camille Bloch-ის წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პლანტაციებისთვის შესაბამისი ტერიტორიების მოძიებაზე მუშაობენ.
შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებითა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით არის დაინტერესებული. იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა შვეიცარიელებს იმერეთის მხარეში თხილის სექტორში არსებული რესურსი გააცნო და მის მაღალ ხარისხზე ისაუბრა.

კერძოდ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის Camille Bloch-ის მფლობელს დანიელ ბლოხს შეხვდა. შეხვედრას ასევე, საქარველოში შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ილია მარჯანიძე ესწრებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:33 / 13.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში, ადამიანზე ცოფის,
ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა დაფიქსირდა.
11:14 / 13.07.2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში, ადამიანზე ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა დაფიქსირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.