ახალი ამბები
ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლის საერთო საცხოვრებლის პროექტირება მიმდინარე წელს მოხდება
FaceBook

ქუთაისში, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებლის პროექტის შედგენა უახლოეს მომავალში იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს.

უწყების ინფორმაციით, ანდრია რაზმძის #41 საჯარო სკოლის საერთო საცხოვრებულის პროექტირება მიმდინარე წელს  მოხდება.

"უახლოეს მომავალში დაიწყება სამოქმედო გეგმის ფორმირება, რომელიც შემოსული კორსპოდენციისა და სკოლის მენეჯმენტის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება", -  განათლებისა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.

სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევის განათლების და მეცნიერების სამინისტრო 2018 წლის სამოქმედეო გეგმა დაამტკიცებს.

ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი ნიკეას ქუჩაზე, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა. ამ მიზნით შერჩეული ადგილი, უძრავ ქონებასთან ერთად, თვითმმართველობის საკუთრებიდან უსასყიდლოდ სახელმწიფოს გადაეცა. თუმცა, ჯერ ცნობილი არ არის გადავა თუა არა ნიკეაზე #41 საჯარო სკოლაც.


ამავე თემაზე:

ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი გაიხსნება

 

Print