ახალი ამბები
ბენეფიციართა სია, რომლებსაც სოციალურ საცხოვრისში მოხვედრის შანსი აქვთ, 7 სექტემბერს გამოქვეყნდება
FaceBook
ბენეფიციართა სია, რომლებმაც სოციალურ საცხოვრისში მოსახვედრად მერიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, 7  სექტემბერს გამოქვეყნდება.

ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განცხადებით, საკონსკურსო კომისიაში 300-ზე მეტი ბენეფიციარის განაცხადი შევიდა, რომელთაგან 51-ს მერიამ უარი იმ მოტივით უთხრა, რომ მათ სახელზე ქონება რეგისტრირდებოდა. ბინის მიღების მსურველთაგან კი 260 ბენეფიციარი იმ  სიაში ჩაისვა, რომლებსაც ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში ბინის მიღების შანსი აქვს. მათ სრულ სიას ქუთაისის მერია ხვალ, 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

კოტე ქავთარაძის თქმით, კომისიამ ბენეფიციართა შერჩევის დროს კონკრეტული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. პრიორიტეტი მიენიჭა მათ, ვისაც ამ მომენტში თავშესფარი არ აქვს, ასევე,  შშმ პირებსა და სოციალურად უკიდურესად შეჭირვებულებს.

ვიცე-მერის თქმით, სოციალური საცხოვრისი თავდაპირველად 50-მდე ბენეფიციარზე იყო გათვლილი, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა,  შენობაში არსებული თავისუფალი ფართის, დაახლოებით 1870 კვ.მ-ის გამოსყიდვას გეგმავს და ასეთ შემთხვევაში 80-ზე მეტი უსახლკაროს ბინით დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.  დამატებითი ფართის შესაძენად კი მერიამ 1 800 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

როგორც ქუთაისის მერიაში ამბობენ, სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართა შესახლება სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ბინის მიღებას 350 უსახლკარო ელოდებოდა. მათი ნაწილი სამხატვრო სკოლის და ე.წ. საგრენაჟე ქარხნის ყოფილ შენობებში ცხოვრობს.

როგორ ცხოვრობენ საცხოვრებელი პირობების მომლოდინე ოჯახები ძველ და ამორტიზებულ შენობებში, ნახეთ სიუჟეტი:


ამავე თემაზე:


ქუთაისში 50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში შეასახლებენ

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი ცხადდება

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, სავარაუდოდ,
თანამდებობას ტოვებს.
23:30 / 07.04.2020

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს.

ჭიათურაში პოლიციამ
18:32 / 07.04.2020
ჭიათურაში პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.