ახალი ამბები
ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფლის მცხოვრებლებისთვის მაგიდებს ყიდულობს
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტმა სოფლის მცხოვრებლებს სარიტუალო დარბაზების მაგიდებს ყიდულობს. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტმა 10 478 ლარის ღირბულების ელექტრონული ტენდერი (NAT170010266) გამოაცხადა, სადაც წინადადების წარდგენა 8 სექტემბერს დასრულდა.

სახელმწიფო შესყიდვაში მხოლოდ ერთი  კომპანია შპს "არტ ფაზისი" მონაწილეობდა, სადაც მუნიციპალიტეტს მაგიდების შესყიდვა 8 770 ლარად შესთავაზა. 

ჭიათურის მუნუციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების უფროსის, გოჩა თუთქირიძის თქმით,  მაგიდების შეძენა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, რომელზედაც მთავრობის თანხმობა არსებობს. მისივე თქმით, მაგიდების შეძენა თვითონ სოფლის მცხოვრებლების არჩევანი იყო.

"სოფლებს ფული ხომ გამოეყოფოდა წინა წლებში, სოფელი კრებას მოიწვევდა, მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს, ოქმს შეადგენდნენ ამაზე და რაც სურდათ თავიანთი სოფლისთვის შეეძინათ იმას აირჩევდნენ. გადაწყვეტილებას ხალხი ღებულობდა თვითონ", - ამბობს გოჩა ცუცქირიძე.

მუნიციპალიტეტი ავეჯით შემდეგ სოფლებს: ბეგიაურს, ითხვისს, სარქველეთუბანსა და მანდაეთს შეუძენს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ ითხვისში, კობერიძე - დვალიშვილების უბანში -8 მაგიდა, ბეგიაურში- 17-ს, სარქველეთუბანში - 16 ს, მანდაეთში, რვალაძეების უბანში სამ ცალს შეიძენს. საერთო ჯამში მუნიციპალიტეტი 44 მაგიდას შეიძენს. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.