ახალი ამბები
ინცინდენტი ქალაქის ცენტრში - ადგილზე დაცვის პოლიცია გამოიძახეს
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე "სავანეში" ინცინდენტი მოხდა.  როგორც თვითმხილველები  ჩვენთან  საუბარში ჰყვებიან, უცნობი მამაკაცი კაფეში შევიდა და  თანამშრომლებს გამოელაპარაკა.  საუბარი მალე ხმამაღალ კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც კაფის ადმინისტრაციამ ადგილზე დაცვის პოლიცია გამოიძახა.

დაცვის წევრებმა მოქალაქე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინცინდენტში რამდენიმე გამვლელი ჩაერია, რის შემდეგაც ადგილობრივთა თქმით, ადგილზე გამოძახებული  დაცვის ერთ-ერთმა წევრმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა, თუმცა, სროლის ფაქტს არც კაფეში და არც  შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

"ინცინდენტი მოხდა, მაგრამ გასროლა არ ყოფილა", - აცხადებენ უწყებაში. რაც შეეხება, ფიზკურ დაპირისპირებას  დაცვის თანმაშრომლების მხრიდან მომხდარის დეტალებს  უწყებაში ამდრომდე იკვლევენ. 

კაფე "სავანეში"  ამბობენ, რომ ინცინდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა, ადგილზე დამატებით განმარტებაზე უარი განაცხადეს.  

დაცვის პოლიციის  4 თანამშრომელი ამ დრომდე კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #სავანე #კაფე
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული
ტექნიკა შეიძინეს.
16:49 / 28.10.2026
ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინეს.
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და
კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
11:39 / 24.10.2026
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.