ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კოტე აბაშიძე დაინიშნა
FaceBook
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კოტე აბაშიძე დაინიშნა. კულტურის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება კონკურსის საფუძველზე მიიღო.

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობისთვის სულ 7 კანდიდადტი იბრძოდა. მათგან თეატრმა შიდა არჩევნების შედეგად მსახიობ ენდი ძიძავას კანდიდატურა შეარჩია და დასამტკიცებლად კულტურის სამინისტროს გადაუგზავნა, თუმცა, უწყებამ ძიძავას კანდიდატურას მხრი არ დაუჭირა.

რაც შეეხება მესხიშვილის თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი სიხარულიძე  ასევე კონკურსის საფუძველზე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 

გიორგი სიხარულიძე მესხიშვილის თეატრს 11 წელი ხემძღვანელობდა.

კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხემძღვანელების პოზიციებზე კონკურსი მიმიდნარე წლის 24 ივლისს გამოაცხადა. 










Print