ახალი ამბები
საქართველო 2 მილიონმა ადამიანმა დატოვა - პარლამენტი მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს
FaceBook
საქართველოში უცხო ქვეყნის მოაქალეებისთვის კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების 5 წლიანი ვადა შესაძლოა 10 წლით შეიცვალოს.

"მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის მიერ წარდგენილი კანონპროექტის საფუძველზე დღეს განიხილება.

"ბოლო 25 წლის მანძილზე ქვეყანა 2 მილიონმა ადამიანმა დატოვა, ამიტომ ასეთი კანონი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი თანამემამულის სამშობლოსთან დაკავშირებას და მათ დაბრუნებას, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში და დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა," - ამბობს კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე.

მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელ მოქალაქეს ვისაც სურს საქართველოს მოქალქეობის მიღება, საქართველოში უწყვეტად ცხოვრების 5 წლიანი ვადა აქვს, რაც კანონპროექტის ავტორის განმარტებით არის ძალიან მცირე ვადა.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვადის გაზრდის გარდა, კანონპროექტით მეორე საკითხიც რეგულირდება, კერძოდ ეთნიკური ქართველებს (ემიგრანტებს) ვისაც აქვს ქართული გვარი, თავს მიიჩნევს ქართველად, იცის ქართული ენა და ისტორია, გამარტივებული წესით მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა," - აცხადებს ტომარაძე.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ კანონში ცვლილება ორ ძირითად საკითხს ეხება: უცხოელთათვის მკაცრდება საქართველოს მოქალაქეობის მიღება. კერძოდ, უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების არსებული 5 წლიანი (ცხოვრების) ვადა იცვლება 10 წლით, ხოლო ეთნიკურად ქართველებს (ემიგრანტებს) ვინც ატარებს ქართულ გვარს, თავს თვლის ქართველად, იცის ქართული ენა და საქართველოს ისტორია, გამარტივებული წესით მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

"საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის მიერ განსახილველად წარგენილი კანონპროექტი ეყრდნობა გაეროს მონაცემებს, სადაც ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონ 170 000 შემცირდება, რაც ძირითადად ეთნიკური ქართველების ხარჯზე მოხდება.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 ადამინი შეადგინა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მიღების ათწლიანი ვადა მრავლად გვხვდება ევროპის პრაქტიკაში. მათ შორის ბელგიაში, საბერძნეთსა და შვეიცარიაში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.