ახალი ამბები
დაზუსტება - "არანაირი რელიგიური სიმბოლიკის გამოყენებას ადგილი არ აქვს, ეს არის დეკორატიული ფილა“
FaceBook
28 აგვისტოს „ქუთაისიპოსტზე“ გამოქვეყნდა მასალა, სათაურით: "ფასადზე აკრავენ რელიგიურ სიმბოლიკას"- ქუთაისში მოსახლეობა შენობის მოპირკეთებას აპროტესტებს."

მასალაში ჭავჭავაძის გამზირზე მშენაბრე კორპუსის მიმდებარედ მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ კორპუსზე გამოყენებულია რელიგიური სიმბოლიკა. იქვეა კომპანიის წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც განმარტავს, რომ ფასადის მოსაპიკეთებელ ფილაზე დატანილი სიმბოლო რელიგიური არაა, რომ ის არის სპეციალური თბოსაიზოლაციო მასალა, რომელიც დამზადებულია თურქეთში.

მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მედიაორგანიზაციას დაუკავშირდა მშენებარე კომპანიის ადმინისტრაცია. მათ განაცხადეს, რომ ნიუსში კომპანიის წარმომადგენლის სახელით გაკეთებული კომენტარი არ იყო სრულყოფილი და აღნიშნული პიროვნებაც არაუფლებამოსილი პირი იყო (თუმცა ის ქუთაისიპოსტის ჟურნალისტებს ერთ-ერთ ხელმძღვანელად გაეცნო).

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის ადმინისტრაციამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაზუსტება მოითხოვა, მათ განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:

"28.08.2017 წელს ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქ. ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მშენებარე კორპუსზე გამოყენებული არის რელიგიური ხასიათის მქონე სიმბოლიკა.

გამომდინარე იქედან, რომ მარიამობის დღესასწაული მოქმედი კანონმდებლობით არის დასვენების დღე და შესაბამისად, სამშენებლო კომპანიის ადმინისტრაცია არ მუშაობდა, ვერ იქნა სრულყოფილი პასუხი გაცემული გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მოგახსენებთ, რომ მშენებლობას აწარმოებს საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანია - შპს ,,არწივი", რომელსაც ჰყავს თურქი ეროვნების ინვესტორები, ორგანიზაციას დასაქმებული ჰყავს 50-დე საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება გარე ფასადზე თურქული რელიგიის სიმბოლიკის გამოყენებას, არ შეესაბამება რეალობას, არის მცდარი მოსაზრება, ვინაიდან მასალა, რომელსაც სამშენებლო ორგანიზაცია იყენებს შეძენილია ქართული კომპანიისგან საქართველოში და არის მოსაპირკეთებელი დეკორატიული ფილა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი რელიგიური სიმბოლიკის გამოყენებას კომპანიის მხრიდან ადგილი არ აქვს. მომავალში ნებისმიერი პირის მიერ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში კომპანია ისარგებლებს უფლებით მიმართოს სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნონების გავრცელებით დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით".

მშენებარე კორპუსის ინჟინერ-კონსტრუქტორი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ კორპუსზე არსებული მოსაპირკეთებელი მასალა მთელი ბინის და მისი სათავსოების ენერგოეფექტურობას ზრდის, რომელსაც არქიტექტურული ორნამენტების სახე აქვს:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.