ახალი ამბები
სოფელ აჯამეთში დაპირების იმედად აქცია შეწყდა - მოსახლეობა კვლავ ქუჩაში გამოსვლას აანონსებს
FaceBook
ზესტაფონის სოფელ აჯამეთში აქცია შეწყდა.

ადგილობრივ მოსახლეობას, რომლემაც პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტეს, მოგვიანებით ზესტაფონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გია დევდარიანი და გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი შეხვდა.

"მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ეს დიდი პროექტია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება. ჩვენ მოვიძიებთ თანხებს და ვეცდებოთ 2018 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავსვათ". განაცხადა ნიკოლოზ კრავეიშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამჟამად აქცია შეწყვიტეს, თუმცა ქუჩაში კვლავ გამოვლენ, რადგან მათი თქმით მოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებს მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.

სოფელ აჯამეთში გზა წლებია მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.


ეკა დუგლაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.