ახალი ამბები
18 აგვისტოს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
FaceBook
18 აგვისტოს ქუთაისში აბონეტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 06:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 6070 აბონენტს ქუთაისში რუსთაველის, ჯავახიშვილის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას.

11:00-დან 14:00 საათამდე ძაბვა გაეთიშება დაახლოებით 2650 აბონენტს ქუთაისში გრიშაშვილის, დუმბაძის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 12:00-დან 13:00 საათამდე - 226 აბონენტს ჯავახიშვილის ქუჩაზე.

11:00-დან 16:00 საათამდე - 226 აბონენტს გელათის, კიბულის, მწვანეყვავილას და მიმდებარე ქუჩებზე.

ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print