ახალი ამბები
17 აგვისტოს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
FaceBook
17 აგვისტოს, სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.


ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იქნება 11:00-დან 13:00 საათამდე - 529 აბონენტისთვის ქუთაისში ი.აბაშიძის, შარტავას, 9 აპრილის, მახვილაძის ქუჩებზე. ხოლო 12:00-დან 14:00 საათამდე - ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 89 აბონენტს, სულხან საბას და გუგუნავას ქუჩებზე.

ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print