ახალი ამბები
ქუთაისის მერია, ხელისუფლების ჩარევის შედეგად დაზიანებულ სახლებს, რეაბილიტაციას ჩაუტარებს
FaceBook
ქუთაისის მერია საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ მათზე სართულის დაშენების ან გადახურვის  შედეგად დაზიანდა, რეაბილიტაციას ჩაუტარებს.
შესაბამისი წესი, რომელიც ქალაქის მერიას უფლებას აძლევს ასეთი სახლები შეაკეთოს, ქუთაისის საკრებულომ 2017 წლის 11 აგვისტოს, 34-ე რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

"წესში შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იქ, სადაც სახელმწიფომ დააშენა დამატებითი სართული ან მისი ჩარევით მოხდა რამე და დაზარალდა მოსახლეობა, სახელმწიფო ერთჯერად რეაბილიტაციას ჩაუტარებს", - განაცხდა საბინაო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ ნაკაშიძემ საკრებულოს სხდომაზე.

ქალაქის მმართველი გუნდის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე ამ წესის მიღება,  საარჩევნო პერიოდს დაუკავშირა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ. მისი თქმით, ამ გზით ხელისუფლება კონკრეტული ადამიანების გულის მოგებას ცდილობს.

"ის ცვლილება, რომელიც შედის ამ წესში,  ჩემთვის გაუგებარია. ორ თვეში საკრებულოც ასრულებს თავის უფებამოსილებას, მერიც და მისი გუნდიც და ამ საკითხის შემოტანა რას ემსახურება არ ვიცი. მე მაინც მგონია, რომ ალბათ, ვინმეს აქვს დაზიანებული სახლი და მისი გულის მოგება გინდათ ამ საარჩევნოდ",-განაცახადა სხდომაზე ნატო ქათამაძემ.

საბინაო სამსახურის უფროსმა სახლის  შეკეთებით დაინტერესებული კონკრეტული პირის არსებობა უარყო, დეპუტატი კი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და განცხადა, რომ ის, რასაც ქალაქის ცენტრში მანსარდებიდან ჩასული წყლის გამო მოსახლეობის დაზიანება ჰქვია, ქალაქმა წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო.

"ჩვენ მემკვიდრეობით შეგვხვდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წინა ხელისუფლების მიერ ე.წ. რეაბილიტაციის პერიოდში გადახურულ სახლებზე დადგმული დამატებითი სართულები, რომლებსაც არ აქვს ასასვლელი კიბე. იქ ჩადის წყალი და ზარალდება ამხანაგობა, რომელთა არანაირ ინეტრესში არ შედიოდა მათ სახლებზე სართულების დამატება", - განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

სამსახურის უფროსის ამ განცხადებამ გააღიზიანა საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი, გია უკლება. მისი თქმით, სინამდვილეში ხელისუფლება ვერ უვლის ქალაქის ცენტრს და ამიტომ ეძახის მძიმე მემკვიდრეობას მის რეაბილიტაციას.

"ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციას რომ მძიმე მემკვიდრეობას ეძახით და ვერ უვლით მას, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ გლახაკი ხელისუფლება. სირცხვილია, როდესაც საბინაო სამსახურის უფროსი ამბობს იმას, რომ წინა ხელისუფლებისგან დაგვხვდა რთული მემკვიდრეობაო და მაგალითი მოყავს ქალაქის რეაბილიტირებული ცენტრი. 5 წლის თავზე აღმოაჩინა თურმე, რომ იქ წყალი ჩადის. ეს მეტყველებს მათ არაკომპეტენტურობაზე და უსინდისობაზე",-განაცხადა გია უკლებამ.

ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ სახლზე დაშენებულ მანსარდს რეაბილიტაცია გასულ წელს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩაუტარა.

მაშინ ქალაქის მერი, შოთა მურღულია ამბობდა, რომ შესაკეთებელი მანსარდი, რომელიც არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანამდე რამდენიმე დღით ადრე დაირეგისტრირა ქალაქმა.

მაშინაც, საკრებულოს ოპოზიციამ ფაქტი  წინასაარჩევნო სამზადისს დაუკავშირა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.