ახალი ამბები
ზესტაფონში, ჯარისკაცის დაკრძალვაზე თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი მივიდა
FaceBook
ავღანეთში თავდასხმის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მდინარი ბებიაშვილი, ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან, მშობლიურ სოფელში მარტოთუბანში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

სამხედრო პირის დაკრძალვას იმერეთის გუბერნატორი, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირების დროს გახორციელებული თავდასხმისას, 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, მდინარი ბებიაშვილი, 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

გარდაცვლილი სამხედრო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ სანახშირეს მკვიდრია.მდინარი ბებიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.



ეკა დუგლაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:01 / 18.02.2026
"რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები", - ამაზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს ისაუბრა.
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
14:47 / 18.02.2026
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა გადახედვას და განახლებას საჭიროებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.