ახალი ამბები
"ქუთაისი: გუშინ,დღეს,ხვალ" - ქუთაისის შესახებ 500 ცალი ფოტოალბომი დაიბეჭდება
FaceBook
ქუთაისის მერიის დაფინანსებით, ქალაქის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ ფოტოალბომი გამოიცემა. ადილობრივმა თვითმმართველობამ ამ მიზნით უკვე გამოაცხადა 5 500 ლარიანი ტენდერი (SPA170010455).

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისის ამსახველი სურათებით,  86 გვერდიანი 500 ცალი ფოტოალბომი უნდა დამზადდეს. 

ფოტოალბომისთვის საჭირო ფერად სურათებს შემსრულებელს თავად ქუთაისის მერია მიაწოდებს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფოტოალბომი სახელწოდებით "ქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ" პირველად 2016 წელს დაბეჭდა.

მასში თავმოყრილია  ინფორმაცია ქუთაისის ისტორიის, კულტურის,  სამზარეულოს, ქალაქის ტურისტული პოტენციალისა და განვითარების სამომავლო პერქსპექტივების შესახებ.

ახალი ფოტოალბომის დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერის ვადა  2017 წლის 9  აგვისტოს იწურება.








Print