ახალი ამბები
"გთხოვთ, დაგვეხმაროთ" - მიმართვა "ტორპედოს" ახალ მეპატრონეს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები, ბესიკ ადამია, საინიციატივო ჯგუფის სახელით, "ტორპედოს" ახალ მეპატრონეს თხოვნით მიმართავს.
" საინიციატივო  ჯგუფის სახელით გთხოვთ, რომ  დაგვეხმაროთ 5000 ლარით, რომელიც "ტორპედოს" სტადიონთან მდებარე მშვიდობის მოედანზე "მშვიდობის ბურთის" დადგმას მოხმარდება", - ნათქვმია  მიმართვის წერილში. 

ბესიკ ადამიამ  "მშვიდობის ბურთის"  დადგმის თხოვნით, ქუთაისის მერიასთან ერთკაციანი აქცია მოაწყო.

მისი თქმით, აქციის მიმდინარეობის დროს, შენობასთან, ქალაქის მერს, შოთა მურღულიას შეხვდა და კიდევ ერთხელ სთხოვა იდეის განხორციელებაში ფინანსური დახმარება. ბესიკ ადამიას თქმით, მერი მას მონუმენტისთვის საჭირო თანხის გათვალისწინებას მომავალი წლის ბიუჯეტში დაჰპირდა, რაც მისი თქმით, დაცინვა იყო.

"მითხრა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაგისვამო. მე ვუთხარი, თქვენ რა ისევ აპირებთ მერობას-თქო? თქვენ აღარ იქნებით კანდიდატი- თქო. ეს არის დაცინვა და შეურაცხყოფა. ვერ გავიგე, დამცინა თუ სიმართლე მითხრა. თუ დამცინა, ე.ი. აპირებს ისევ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა და ეს შეურაცხყოფად მივიღე", – აცხადებს ბესიკ ადამია. მისივე თქმით, ამ საკითხში დახმარებას მას ვიცე–მერი, ნოდარ მიქიაშვილიც დაპირდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისში მოქალაქე "ტორპედოს" წინ "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის დადგმას ითხოვს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის
სახელობის შახტის მფლობელი კომპანიის Coal of Georgia-ს
დირექტორი ქუთაისიპოსტთან საუბარში გაფიცულ მეშახეტეებზე
კომენტარს აკეთებს.
10:51 / 24.02.2020
ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტის მფლობელი კომპანიის Coal of Georgia-ს დირექტორი ქუთაისიპოსტთან საუბარში გაფიცულ მეშახეტეებზე კომენტარს აკეთებს.
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის
იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია
მოსალოდნელი.
10:48 / 24.02.2020
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.