ახალი ამბები
„ცენტრში მიყვარს ყოფნა“ - თემურ ჭყონია ქუთაისში "მაკდონალდსის" გახსნაზე
FaceBook
"მაკდონალდსი საქართველოს" პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ,  ქუთაისში "მაკდონალდსის" მორიგი რესტორნის გახსნაზე განაცხდა, რომ მას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ახალი კვების ობიექტის მშენებლობის გამო ადგილობრივთა პროტესტის შესახებ არ გაუგია.

შეკითხვას  თუ რატომ გადაწყვიტა  ქალაქის ცენტრში რესტორნის გახსნა, პასუხობს, რომ ცენტრში ყოფნა უყვარს.

"იმიტომ, რომ ცენტრი მიყვარს. მე მიყვარს ცენტრში ყოფნა. რომელი საზოგადოების პროტესტი? არ გამიგია. ეტყობა კარგად ვერ გამოხატეს",-განუცხადა თემურ ჭყონიამ ქუთაისიპოსტს.

მისგან განსხვავებით, ადგილობრივთა წინააღმდეგობის შესახებ ცნობილია "მაკდონალდსის" გენერალური დირექტორის, თენგიზ კაპანაძისთვის. მისი თქმით, ახალი შენობა ქალაქის იერსახესთან ბალანსშია.

ქუთაისის ცენტრში მაკდონალდსის მშენებლობას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური წრეები აქციებსაც მართავდნენ.

მაკდონალდსმა დღეს ქუთაისში მეორე, საქართველოში კი რიგით მე-12 რესტორანი გახსნა.

პრეზენტაციაზე ბრენდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმაში კიდევ 10 რესტორნის გახსნა აქვთ.

ამავე თემაზე:


ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას აპროტესტებენ

გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის უზნეობის გამოვლენა

გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე გვექნება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)

ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს

Print