ახალი ამბები
ქუთაისში "McDonald's"-ის ოფიციალურად გახსნას თემურ ჭყონია დაესწრება
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი საზეიმოდ გაიხსნება.
რიგით მეორე რესტორნის გახსნას მთავრობის წევრები, "მაკდონალდსის" ცენტრალური ოფისის პრეზიდენტი თემურ ჭყონია, ქუთაისის მერი,  შოთა მურღულია და კომპანიის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზენტაციაზე ასევე იქნება ამერიკული საინვესტიციო კომპანია OPIჩ-ის დირექტორი, კენეტ ენჯელი.

"მაკდონალდსის" ახალი რესტორანი სტანდარტულზე დიდი ზომისაა და სტუმრების დარბაზებთან ერთად, დაბადების დღის და ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახებსაც აერთიანებს.

რესტორნის ინფრასტრუქტურა შშმ პირებზეა ადაპტირებული.

ნაგებობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონზე გათვლილი გადამზადების ცენტრი განთავსდება, რომელიც ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ობიექტების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს.

"მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტის შემუშავების პროცესში გერმანელ და ავსტრიელ არქიტექტორებთან ერთად ქუთაისის მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები.

კომპანიის ინფრომაციით, განსაკუთრებული მასშტაბის გამო, ქუთაისის მეორე "მაკდონალდსისთვის"  6 171 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

ახალი რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის მოედანზე, 18:30-ზე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფ "33ა"-ს კონცერტი გაიმართებაა, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება.

საქართველოში "მაკდონალდსის" პირველი რესტორანი 1999 წელს  გაიხსნა და საქართველოს 5 ქალაქში 11 რესტორანს აერთიანებს.

ქუთაისში "მაკდონალდსის" მეორე რესტორნის გახსნას ადგილობრივების მწვავე პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, რესტორანი თავისი ვიზუალით  ქალაქის ისტორიული ნაწილის საერთო არქიტექტურაში არ ჯდება.

Print