ახალი ამბები
ქუთაისში, კერძო საკუთრებაში მრავალწლოვანი ლიანები მეზობელმა თვითნებურად მოჭრა
FaceBook
ქუთაისში, პუშკინის ქუჩა N 10 - ში ბაბუნაშვილების საცხოვრებელ სახლში მრავალწლიანი ეგზოტიკური მცენარე თვითნებურად მოჭრეს.
ეგზოტიკური ჩინური მცენარე  ლიანები,  ბაბუნაშვილების საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაზე ტალავერით გადადიოდა და იქვე მდებარე ბარ-რესტორან "პალატის" აივანზეც ხარობდა.



მცენარე, რომელიც ადგილობრივების თქმით, მთელ ქუჩას მოსწონდა და ასევე, ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იყო, ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა მეზობელმა თვითნებურად მოჭრა.

ფაქტს მეზობლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

"ჩემს საკუთარ ეზოში დაუკითხავად მოჭრეს მცენარე, რომელიც დიდი ხნის წინ ბაბუამ ჩინეთიდან ჩამოიტანა და მის მერე ხარობს, ვუვლით და ყველას მოსწონს. ულამაზესი მცენარეა, ვის რაში უშლიდა ხელს, პირიქით ალამაზებდა და ამშვენებდა აქაურობას," - ამბობენ ბაბუნაშვილების ოჯახში.

იგივე პრეტენზიას გამოთქვამენ ბარ-რესტორან "პალატის" მფლობელები. მათი ინფორმაციით, მეზობელმა, რომელმაც მცენარის ძირები გადაჭრა, ბაბუნაშვილებს პირიქით ედავება და ამბობს, რომ მცენარე ხელს უშლის. 

"გვაბრალებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენეთ და ჩივილით გვემუქრება. ვერ გავიგეთ რა უნდა. ამ ქალბატონს, აქვე  სასტუმრო აქვს, მაგრამ მცენარე  აბრას არ ეფარება, მოკლედ რას გვერჩის ან ჩვენ და ან მცენარეს გაუგებარია,"- ამბობენ ბაბუნაშვილები.

ბაბუნაშვილების თქმით, გადაჭრის გამო მცენარის ნაწილი გახმა, თუმცა მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

სასტუმროს მფლობელს "ქუთაისიპოსტი" დაუკავშირდა, თუმცა სატელეფონო საუბარში მან მცენარის მოჭრის თაობაზე კომენტარი არ გააკეთა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.