ახალი ამბები
ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა
FaceBook
ქუთაისში,  ძლიერი წვიმის შედეგად, 5 ივლისს  ციციაშვილის ქუჩაზე  სანიაღვრე  სისტემის გაჭედვის გამო ორი სახლი დაიტბორა. 

ციციაშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, გელათის ქუჩიდან სანიაღვრე სისტემაში ნაგავი იყრება, რამაც მილის გაჭედვა გამოიწვია.

"მეზობლები მთელი ღამე მეხმარებოდნენ სახლში წყლის გაწმენდაში. ღამის სამი საათი იყო, რომ შემოგვივარდა წყალი, იმხელა იყო, რომ "პლასტიკატი" გამოაგდო", - ამბობს დაზარალებული, ქეთევან მამრიკიშვილი.



მის გარდა, მსგავსი პრობლემა შეექმნა ამავე, ქუჩაზე მცხოვრებ ეკა გურულის ოჯახსაც. მისი თქმით, მას ეს პრობლემა წლებია აწუხებს.  

"ელემენტარული ტრაქტორი ვერ გამოყვეს. ჩვენ ავკრიბეთ მთელმა უბანმა ფული და გავწმინდეთ, მაგრამ ყოველ წელიწადს?", - ამბობს ეკა გურული. 

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სახლი სანიაღვრე სისტემაზეა აშენებული. რაც შეეხება, სანიაღვრე სისტემების გაწმენდას, მათი თქმით, ის უახლოეს მომავალში გაიწმინდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში
უვიზოდ გამგზავრება დღეიდან, 28 მაისიდან, შეეძლებათ.
12:12 / 28.05.2024
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ გამგზავრება დღეიდან, 28 მაისიდან, შეეძლებათ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონზე დადებული პრეზიდენტის
ვეტო დღეს, 28 მაისს, განიხილება.
11:45 / 28.05.2024
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო დღეს, 28 მაისს, განიხილება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.