ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციის მიერ უარყოფილი „საარჩევნო“ ბიუჯეტი
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა,  28 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებულ საბიუჯეტო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.

მათი თქმით, ბიუჯეტის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მიზეზი, სოციალური და ინფრატსრუქტურული მიმართულებით დიდი რაოდენობით თანხის გამოყოფაა, რომელიც მათივე შეფასებით, წინსააარჩევნოდ გათვლილ ნაბიჯს უფრო გავს, ვიდრე მოსახლეობის პრობლემების მოგვარების სურვილს.

28 ივნისის, რიგით 34–ე სხდომაზე ქუთაისის მერიამ დასამტკიცებლად გაზრდილი ბიუჯეტი გამოიტანა. ქალაქის ვიცე–მერის, კოტე ქავთარაძის თქმით, სატენდერო ეკონომიიდან მიღებული თანხა 1 600 000 ლარი სოციალურ და ინფარსტრუქტურულ პროგრამებზე გადანაწილდა.

მათ შორის დამატებით 600 000 ლარი გამოიყო ორმოული შეკეთებისთვის, 300 000 ლარი დაემატა ტრენაჟორების მოწყობის პროგრამას, 50 000 ლარით გაიზარდა სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხა, 100 000 ლარით გაიზარდა სამედიცინო დახმარების პროგრამა, ასევე 100 000 ლარი დაემატა მერიის სარეზერვო ფონდს. სატენდერო ეკონომიიდან ანაზღაურდება მესხიშვილის ქუჩის სამი შესახვევის რეაბილიტაცია და კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი.

საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ თანხების განსაკუთრებული მობილიზება წინასაარჩევნო სამზადისს უკავშირდება.

"პირველად ხდება, რომ გაზრდილ ბიუჯეტს მხარს არ ვუჭერ. ტყულად გიხარიათ, როცა ამბობთ, დიდი რაოდენობით ქონება იყიდებაო. სამწუხაროდ, ყველაფერს ყიდით, დაწყებული მწვანე ზოლით, დასრულებული ტროტუარით და რაც მთავარია, ეს ხდება იქ მცხოვრებლების დაუკითხავად", – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გია უკლებამ.

გაზრდილ ბიუჯეტს უნდობლობა გამოუცხადა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" დეპუტატმა, დავით წიტაიშვილმაც. მისი თქმით, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით თანხების ასეთი მასშტაბური ზრდა წინასაარჩევნო სამზადისის ეჭვს იწვევს.

"ყველა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის შეცვლა ნონსენსია. რა ვერ დაიანგარიშეს და ვერ გაანაწილეს? ასეთი ტოტალური ცვლილება არის საარჩევნოდ მიმართული. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს მოსახლეობისთვის კეთდება, კი ბატონო ასეა, მაგრამ ამდენი ხანი სად იყვნენ?", – ამბობს დავით წიტაიშვილი.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა არც ყოფილმა რესპუბლიკელმა, ნატო ქათამაძემ.

მან სარეზერვო ფონდისთვის თანხის გაზრდა გააპროტესტა და განაცხდა, რომ ქალაქის მერმა ეს წინასაარჩევნოდ, შეგნებულად გააკეთა.

"ეს არის ის თანხა, რომელსაც მერი პირადი გადაწყვეტილებით განკარგავს. სწორედ წინასაარჩევნო მიზანს ემსახურება ამ ფონდისთვის 100 000 ლარის დამატება. ნახევარი მილიონი ლარია ეს ჯამში ბატონო შოთა, რომელსაც თქვენი შეხედულებისამებრ განკარგავთ", –  განაცხდა ნატო ქათამაძემ სხდომაზე.

"ეს ცვლილებები არაფერის მომცემია, ამიტომ მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმ ბიუჯეტზე, რომელიც თავისი პარამეტრებით არანაირად არ პასუხობს ხალხის მოთხოვნებს", – აღნიშნა "ლეიბორისტული" პარტიის წევრმა, სამსონ გუგავამ.

ოპოზიციის ბრალდებებს პოპულისტურს და აბსურდულს უწოდებს ხელისუფლება.

"მეტი ვერაფერი თქვეს და დაარქვეს საარჩევნო ბიუჯეტი. საარჩევნოს უძახიან ხალხზე მიმართულ ბიუჯეტს. შარშანაც არჩევნები იყო, წელსაც და გაისადაც იქნება და რა ვქნათ, არაფერი არ გავაკეთოთ? ხალხს არ დავეხმაროთ? კარგია რომ ეხმარებით, მაგრამ საარჩევნოდ არაო. ვერ ვხვდები. მე მგონი საარჩევნოდაც უნდა დავეხმაროთ და მანამდეც", – განმარტა  ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ.

ქალაქის ვიცე–მერი, კოტე ქავთარაძე კი ამბობს, რომ ბიუჯეტი საარჩევნო იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ახლა შეტანილი ცვლილება უფრო მეტი აღმოჩნდებოდა, ვიდრე  წლის დასაწყისში კონკრეტული პროგრამის დამტკიცებული ბიუჯეტი.

"გამოხმაურება მოჰყვა იმას, რომ ეს ბიუჯეტი არის წინასაარჩევნოდ შედგენილი, რაც არის პოპულისტური განცხადებების მორიგი პიკი. ბიუჯეტი საარჩევნო მაშინ იქნებოდა, თუ კი 100 000 იქნებოდა წლის დასაწყისში დამტკიცებული და ჩვენ დავუმატებდით 400 000 ან 500 000 და შევქმნიდით იმ ფონს, რომ უფრო დიდი ხარჯვის პროცესი წავიდოდა", – განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქუთაისის საკრებულომ 15 ხმით ქუთაისის ბიუჯეტში რიგით მე–7 ცვლილება დაამტკიცა.

ბიუჯეტს 746 800 ლარი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაემატა,  1 600 000 ლარი კი ქალაქმა ქონების პრივატიზაციიდან მიიღო.

ჯამში, ქალაქის ბიუჯეტმა 66 700 000 ლარი შეადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.