ახალი ამბები
ქუთაისის მერია მიწისქვეშა გადასასვლელს 10 წლით ასხვისებს
FaceBook
ქუთაისის მერია ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ნიკეას ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელზე აუქციონს აცხადებს.
აუქციონში გამარჯვებულს, მერია ობიექტს, რომლის საერთო ფართი 659 კვ.მ-ია, 10 წლიანი ვადით, იჯარის ფორმით გადასცემს.

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა მოაწესრიგოს გადასასვლელი, მოაწყოს განათება და მუდმივად განახორციელოს დასუფთავების სამუშაოები.

აუქციონის გამარჯვებულს ასევე, უფლება აქვს ქონება კერძო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწისქვეშა გადასასვლელზე იჯარის უფლება პირველად 2010 წლის 2 ივნისს, აკაკი კუხალაშვილზე გაიცა.

ობიექტს სხვადასხვა წლებში რამდენიმე ქვემოიჯარეც ჰყავდა.

მოგვიანებით, 2013 წლის 21 თებერვალს, ქუთაისის მერიასა და გიორგი კეპულაძეს შორის 10 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მოიჯარეს ყოველწლიურად 2500 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა, ქუთაისის მერიის ინფორმაცით, გიორგი კეპულაძე ამ თანხას არ იხდიდა.

გიორგი კეპულაძე არც საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებდა. კერძოდ, მას არ აღუდგენია მიწისქვეშა გადასასვლელის ფუნქციონირება, არ კეთილმოუწყვია ტერიტორია და ადგილზე არც სანიტარული ნორმების დაცვას უზრუნველყოფდა.

ამის შემდეგ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კეპულაძეს აღებული ვალდებულებებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების შესახებ რამდნეჯერმე აცნობა, თუმცა, მოიჯარემ არც ქირით გათვალისწინებული თანხა გადაიხადა და არც ხელშეკრულების სხვა პირობები შეასრულა.

ამის შემდეგ, ქუთაისის მერიამ 2016 წლის 25 ივლისს მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

ახალი მფლობელის გამოსავლენად, ქუთაისის მერიამ აუქციონი მიმდინარე წლის 14 ივნისს გამოაცხადა, რომელიც 29 ივნისს დასრულდება.



ამავე თემაზე:

ანტისანიტარია ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში
გარკვეული პრობლემები შექმნა.
16:05 / 13.12.2024
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.