ახალი ამბები
იმერეთსა და ქუთაისში ჯარში გასაწვევ პირთა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქუთაისიდან გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა 106-ს შეადგენს, იმერეთის რეგიონიდან კი - 457.

ამ მონაცემებს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტი გვაწვდის, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 თებერვლის #57-ე დადგენილებით, საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვალს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება.

მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწვეული პირების რაოდენობა გეგმას გადააჭარბებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქუთაისში სამხედრო აღრიცხვაზე 93 პირი იმყოფება, მთლიანად იმერეთის რეგიონის მასშტაბით კი 493 პირი.

გასულ წელს საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის სტატისტიკა ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში:


ქუთაისში, სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული 18-დან 25 წლამდე პირები, შეტყობინებას მერიის სამხედრო სამსახურიდან იღებენ. აღრიცხვის შემდეგ ისინი ადგილობრივ გამწვევ კომისიაზე შემოწმებას გადიან.

სამხედრო სამსახურის უფროსის, ვალერი ყენიას ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებით განსაზღრული გეგმა ბოლო წლებში გადაჭარბებით სრულდება, რადგან სამხედრო სამსახურის გავლის მსურველთა რაოდენობა იმატებს.

"ბევრი ისეთი ახალგაზრდა მოდის, ვინც სამხედრო სამსახურს არ ექვემდებარება, მაგალითად დედისერთები ან სტუდენტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მაინც სურთ ჯარში იმსახურონ," - ამბობს ვალერი ყენია.

მიმდინარე წლის 1 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონპროექტი მიიღო, რომელიც წვევამდელს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმეგბლობას აკისრებს.

კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლში დაზუსტდა ის მიზეზები, რის გამოც წვევამდელებს ჯარიმა ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაეკისრებათ.


ამავე თემაზე:

სასჯელი ჯარში სამსახურის თავის არიდებისთვის - რა დაეკისრებათ წვევამდელებს



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.