ახალი ამბები
ქუთაისი ევროკავშირის ეკონომიკური პროექტის ოფიციალური წევრი გახდა
FaceBook
ევროკავშირის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თვითმმართველ ქალაქებში, ადგილობრივი ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, 4 წლიანი პროექტი,  სახელწოდებით – "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" განხორციელდება.
როგორ უნდა შეძლონ თვითმმართველობებმა თავიანთ ქალაქებში ბიზნესის განვითარება და ეკონომიკის გაუმჯობესება? ამ მიზნის მიღწევაში პროექტის ავტორები მონაწილე ქალაქებს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ჰპირდებიან.

ინიციატივის ფარგლებში ქუთაისს დანიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ და ქუთაისის მერთან, როგორც პროექტის მონაწილე ქალაქთან ხელშეკრულებაც გააფორმეს.

პროექტის ავტორებმა შეხვედრაზე იმ შესაძლებლობებსა და ვალდებულებებზე ისაუბრეს, რომელსაც პროექტი სთავაზობს და ავალებს თვითმმართველ ქალაქებს.

"თქვენ თვითმმართველობის მცირე გამოცდილება გაქვთ და ამიტომ, ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს თქვენი ეკონომიკური სისტემის გაუმჯობესებისთვის. ამავე დროს, თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი დავალება, რომელთა შესრულებაც გაამარტივებს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას და უზრუნველყოფს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას", – განმარტა  შეხვედრაზე დანიის წარმომადგენელმა.

ქუთაისის მერიას, პროექტის ფარგლებში, ერთ წელიწადში ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება დაევალება. 24 თვეში კი აღებული ვალდებულებები უნდა განახორციელოს.

ევროკავშირის 4 წლიანი ინიციატივა, წევრ ქალაქებში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესრულების მონიტორინგსაც გულისხმობს.

პროექტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში ხორციელდება, რომელთაგან ერთ–ერთი საქართველოა, ხოლო,  საქართველოში პირველი ქალაქი ქუთაისია, რომელიც პროექტს ოფიციალურად შეუერთდა.

შეხვედრის ბოლოს, ქუთაისის მერს, როგორც პროექტის პირველი მონაწილე ქალაქის ხელმძღვანელს, სერთიფიკატიც გადაეცა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.