ახალი ამბები
ავთანდილ ხურციძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
FaceBook
ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. მაყვალა ხურციძის თქმით, ამ დრომდე დაკავებულის ოჯახს ფედერაციიდან და შეერთებული შტატებიდან არავინ დაკავშირებია.
სპორტსმენის დედა ფიქრობს, რომ გაუგებრობა მოხდა.
"37 წლისაა და არასოდეს ცუდი არაფერი გაუკეთებია. გაჭირვებაში გავზარდე, სხვისი ტანსაცმელი ეცვა და სხვისი დახმარებით ვაჭმევდი. ჩემი შვილი ცუდს არაფერს ჩაიდენდა,გაურკვევლობაა მომხდარი", - ამბობს მაყვალა ხურციძე.

ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მისი Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში მიმდინარე წლის 7 ივნისს დააკავეს.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია რუსულ-ქართული  დანაშაულებრივი ქსელის 33 წევრი, მათ შორის არიან ავთანდილ ხურციძე და კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ლევან მაყაშვილი.

დაკავებულებს  ბრალად ედებათ თაღლითობა და  ფულის გამოძალვა.

ქუთაისელი სპორტსმენი, ავთანდილ ხურციძე  8 ივლისს WBO -ს ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა შეხვედროდა.


ამავე თემაზე:

"ვიზა ჩაურტყეს და გამთენიისას გაფრინდა" - ავთანდილ ხურციძის დედა

"მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა" - ავთანდილ ხურციძის მიმართვა სოციალურ ქსელში

ავთანდილ ხურციძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.