ახალი ამბები
ხელისუფლებას კანონში მხოლოდ ფასადური ცვლილებები შეაქვს - აქცია პარლამენტთან
FaceBook
ქუთაისში პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" წარმომადგენლებმა თბილისიდან, ქუთაისიდან, ქობულეთიდან, სამტრედიიდან აქციაზე მოთხოვნები გააჟღერეს კანონში შესატან ცვლილებებზე  ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-გასაღების თაობაზე.
მათ გააპროტესტეს სსკ-ის 260-ე მუხლში შესატანი, როგორც თავად აღნიშნეს, ფასადური ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებების თაობაზე პარლამენტში პლენარული მოსმენა გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეთა თქმით, სავარაუდოდ დაჩქარებული წესით მიიღებენ კანონს ისე, რომ არ გაივლიან კონსულტაციებს თემის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან.
"პლენარული მოსმენა არის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესატანი ცვლილებების თაობაზე. საკომიტეტო მოსმენები გაიარა. სადაც გაიმიჯნება მოხმარება და გასაღება ერთმანეთისაგან. ეს მისასალმებელი და კარგია, მაგრამ არა ამ ფორმით. რადგან მაინც რჩება არაადეკვატურად მაღალი სასჯელები მომხმარებლებზე. ანუ თუ იყო 11 წლამდე სასჯელი, ახლა ზღვარი ჩამოწიეს 6 წლამდე. მაგრამ მომხმარებისთვის 6 წელიც ძალიან დიდია. ამასთან არ ისაზღვრება დოზები მცირე რაოდენობაზე, ზოგიერთ ნივთიერებებზე 5-დან 12 წლამდე სასჯელი დარჩება ძალაში ", - აღნიშნა ორგანიზაცია" რუბიკონის" დამფუძნებელმა ზაზა ქარჩხაძემ.
აქციის მონაწილეთა თქმით შსს-მ და იუსტიციის სამინისრომ სახელდახელოდ დაწერეს კანონპროექტი, რადგან რიგირს სამიტისთვის ემზადებიან.
" რიგის სამიტისათვის ემზადებიან და თვალის ასახვევად არის ეს ყველაფერი. კანონპროექტის ავტორები არ ფიქრობენ, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანებს დახმარება გაუწიონ. ხელისუფლება ისევ დასჯაზეა ორიენტირებული. მომხმარებლისთვის ძალიან დიდი სასჯელი დარჩა მაინც ძალაში. თუმცა გამსაღებელი რომ უნდა დაისაჯოს,   ამაზე არავინ დაობს", -აღნიშნა ზაზა ქარჩხაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.