ახალი ამბები
"პიკს აღწევს მისი სისულელეები"- გოგი წულაია ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელს უპირისპირდება
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულია, განათლების რესურსცენტრის დირექტორს, ბადრი ვაშაკიძეს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს.
წულაიამ ქუთაისის # 2 საჯარო სკოლასთან, რომლის შენობის ერთ-ერთი ნაწილი რამდენიმე თვის წინ რესურსცენტრს ეკავა, ბრიფინგი გამართა.

წულაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რესურსცენტრი უკვე გადავიდა ახალ მისამართზე (წერეთლის ქუჩაზე -რედ.) ბადრი ვაშაკიძეს დაცლილი შენობიდან ინვენტარის ნაწილი არ გააქვს.

"იანვრის მერე გადასულია ახალ შენობაში, რაც სახელმწიფოს ფული დაუჯდა. სკოლის დირექცია და პედაგოგები ითხოვენ, დაგვიბრუნეთ ჩვენი შენობაო. ისედაც ბევრია ამ სკოლაში კონტიგენტი და საკლასო ოთახების უკმარისობის გამო, ათობით ბავშვი დარჩენილია სკოლის გარეთ. პიკს აღწევს უკვე მისი სისულელეები", - ამბობს გოგი წულაია.

მისი თქმით, ვაშაკიძე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ნათესავია და სწორედ ამ ნიშნით აფარებენ მას ხელს.

ბრალდებებს ბრალდებით პასუხობს თავად რესურსცენტრის ხელმძღვანელი და წულაიას პირად დაინტერესებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რესურსცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი, ანა ლეჟავა გოგი წულაიას ახლო ნათესავია, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ როგორც რესურსცენტრის თანამშრომელმა, ერთ-ერთ საკრედიტო ორგანიზაციაში ხელფასის ყალბი ცნობა მიიტანა. ბადრი ვაშაკიძის თქმით, მან ანა ლეჟავა დოკუმენტების გაყალბებაში ამხილა და საქმე გენერალურ ინსპექციას გადასცა.

ბადრი ვაშაკიძე ვარაუდობს, რომ გოგი წულაია ახლა მასზე ამ ფორმით ცდილობს ზეგავლენის მოხდენას.

"პროვოკატორია ეს ადამიანი. მაგის დეიდაშვილია ჩემი ბუღალტერი და ის აწვდის ამ სისულელებს, რომელსაც თავის მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. მან სამსახურის ხელფასის ცნობა გააყალბა და ერთ-ერთი საკრედიტო ორგანიზაციიდან დიდი ოდენობით ფული გამოიტანა. ეს ინფორმაცია გადავეცი გენინსპექციას, რომელმაც გადასცა პროკურატურას. მაგას საქმე აქვს ცუდად. ხელმოწერას არ აკეთებს გამოცხადების ჟურნალში და შესაძლოა ამის გამო მის გათვაისუფლებამდეც მივიდეს საქმე. ახლა წულაიას საშუალებით ცდილობს მოახდინოს ჩემზე ზემოქმედება, რომ მე ვერ გავბედო და მას სახდელი დავადო შინაგანაწესის დარღვევის გამო", - ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

რაც შეეხება, რესურსცენტრის ყოფილ შენობას, იგი არ უარყოფს, რომ შენობაში ინვენტარის ნაწილი ჯერ კიდევ რჩება, თუმცა, ამბობს, რომ შენობიდან ნივთების გამოტანა, მისი გადასაწყვეტია.

"ეს არის გამოუყენებელი ფართი. ვინ კითხავს წულაიას სად რა არის. ჩემი ინვენტარია და როცა მინდა მაშინ გადმოვიტან", - ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

რესურსცენტრის ყოფილი შენობის ათვისებას ჯერჯერობით არ გეგმავს ქუთაისის # 2 საჯარო სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი. მისი თქმით, შენობაში არსებული ინვენტარი მას ხელს არ უშლის.

"ჯერ სკოლის მთავარი შენობის პირველი სართულის რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს. ამისთვის კი როდის გამოიყოფა თანხები, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ვიცი იქ დოკუმენტების დაარქივება მიდის და მე არანაირად არ მიშლის ხელს", - ამბობს მურად ჯიშკარიანი. 

ქუთაისის საგანმანატლებლო რესურსეცნტრი ამ დროისთვის წერეთლის ქუჩა #21-ში მდებარეობს. ორსათთულიანი შენბის მოსწობად  განათლების სამინისტრომ 70 000 ლარი გამოყო.  


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია,  თავად დანიშნოს
შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი
15:30 / 03.12.2021
„მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია,  თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი ", – განაცხადა წულუკიანმა დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტში მოსმენისას.
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს საკრებულოს
თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს.
15:20 / 03.12.2021
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.