ახალი ამბები
პირს, რომელიც ქუთაისში 11 წლის ბავშვს დაეჯახა, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, მიმდინარე წლის 26 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, რომელსაც 11 წლის მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, გელათის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიაში ეჭვმიტანილი ტყიბულში საჯარო მოხელეა.

თვითმხილველების განცხადებით, ველოსიპედით მოსეირნე 11 წლის მცირეწლოვანს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადაგილი არ მიუტოვებია და მის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის I და V ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ მუხლის V ნაწილით პირს, რომელიც ქუთაისში 11 წლის გოგონას დაეჯახა, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოხდა თუ არა მძღოლის დაკავება ან დაკითხვა, ამ დროისთვის შსს-ში განმარტებას არ აკეთებენ.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.