ახალი ამბები
ქუთაისის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი ღირსების ორდენზე წარადგინეს
FaceBook
ქუთაისის #2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ციალა ჯაფარიძე ღირსების ორდენზე წარადგინეს.
ამ იდეის ინიციატორი სასწავლო დაწესებულების დირექტორი და "მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის" ხელმძღვანელი გახლდათ.
პედაგოგთან შეხვედრა საზოგადოება "ქუთაისელის" დარბაზში შედგა.

"მისი სახელი ცნობილია მთელ ქუთაისში თავისი ღირსებით და პედაგოგიური მოღვაწეობით. სამწუხარაოდ, დღეს მისი მსგავსი პედაგოები არ არიან წარმოჩენილი ისე, როგორც მათ ეკადრებათ, ამიტომ გვინდა, რომ ისინი წარმოვაჩინოთ და საზოგადოებამ დაინახოს მათი ღვაწლი," - განმარტავს "მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის" ხელმძღვანელი, თეიმურაზ ლანჩავა.

ღონისძიებაზე #2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგზე  მომზადებული პრეზენტაცია მოაწყვეს, რომელიც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორმა, მალვინა შანიძემ პროექტის ფარგლებში მოამზადა.

"იშვიათად ღირსეული კანდიდატი და პიროვენებაა. მე მას ვაფასებ როგორც მეცნიერს, მეცნიერების ხელშემწყობს და საუკეთესო მეთოდისტს. უამრავი დადებითი თვისება აქვს მას," - განაცხადა მალვინა შანიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრა ქალაქში მოღვაწე სხვა პედაგოგებთანაც გაიმართება.

საზოგადოება "ქუთაისელის" დარბაზში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის მერი, შოთა მურღულიაც დაესწრო. მან ღვაწლმოსილ პედაგოგს, ციალა ჯაფარიძეს "ვეფხისტყაოსანი" უსახსოვრა.

Print