ახალი ამბები
ოთხი ქუთაისელი მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა
FaceBook
ბათუმში გამართული საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 8-დან 18 წლამდელ გოგონათა და ვაჟთა შორის დასრულდა.
ტურნირზე იმერეთიდან 19-მა მოჭადრაკემ იასპარეზა და საპრიზო ადგილებიც აიღეს.

მონაწილე პრიზიორებიდან ცხრა ახალგაზრდა მოჭადრაკე ქუთაისელია. აქედან, ოთხი მათგანი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

8 წლამდე გოგონები:
1.ანასტასია კირთაძე (ქუთაისი) 8.5 ქულა
ბიჭები:
1.გიორგი გიორგაძე (ქუთაისი) 8.0
10 წლამდე გოგონები:
1.ხატია მახათაძე (ზესტაფონი ) 7.0
2.ვერონიკა ტყეშელაშვილი(ქუთაისი)7.0

ბიჭები:
1.ლადო მაღლაკელიძე (ბაღდათი) 7.5
2.ვასიკო შაპოვალოვი ( ვანი ) 7.0
3.მიხეილ ხანთაძე (ქუთაისი) 6.5

12 წლამდე გოგონები:
3.რუსუდან მაღლაკელიძე(ბაღდათი)7.0
ბიჭები:
3.ერეკლე ჯიშკარიანი (ხონი ) 6.0
14 წლამდე გოგონები:
1.თამარ ესაძე (ქუთაისი) 7.5
3.ნია დონღვანი (ქუთაისი ) 7.0

16 წლამდე ბიჭები:
2.ნიკა ხვადაგიანი (ქუთაისი ) 6.0
18 წლამდე გოგონები. ითამაშეს 10 ტურად. წრიული.
1.ნინო ჯალაღონია (ქუთაისი ) 8.0

მიმდინარე წლის 18 მაისს ჩემპიონატის გამარჯვებულებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრციაში უმასპინძლეს.

ისინი იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზაზა ლომინაძემ ქუთაისის მერს შოთა მურღულიასა და იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს წარუდგინა.

საქართველოს ჩემპიონებმა ავტომატურად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.