ახალი ამბები
დევნილთა სამინისტრო ქუთაისში სასტუმრო "თბილისის" შენობას რეაბილიტაციას ჩაუტერებს
FaceBook
ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობას, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ "ქუთაისიპოსტსთან" საუბარში საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროში განაცხადეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ შენობის დაზიანებული კედლები, რომლიდანაც ქვის ფილები ცვივა, ბათქაშით გამაგრდება. ასევე, მოხდება შენობის სახურავის რეაბილიტაცია.

"ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მისი რეაბილიტაცია ჩვენ არ გვეხება. თუმცა, შევაკეთებთ ისე, რომ საფრთხე მოვხსნათ, რადგან იქ მცხოვრები დევნილები იქამდე იყვნენ უსაფრთხოდ ვიდრე ბინები გადაეცემათ," - ამბობს დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დალი გოგოლაძე.

მისივე თქმით, შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი დაჩქარებული წესით გამოცხადდება და სამუშაოებიც უმოკლეს ვადებში განხორციელდება.

სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში დევნილები ცხოვრობენ. მათი თქმით, ობიექტიდან ფილები ცვივა, რაც იქ მცხოვრებ და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელებსაც საფრთხეს უქმნის.


ამავე თემაზე:

"ვიდრე კიდევ ვინმეს იმსხვერპლებს, მოგვხედონ" - ქუთაისში სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობა ინგრევა

"ინგრევა, დაგვეხმარეთ" - რა ხდება სასტუმრო "თბილისში" (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
12:51 / 02.11.2024
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა
რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
17:19 / 01.11.2024
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.