ახალი ამბები
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმა  ქუთაისის საკრებულომ 33–ე რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.  
"ქართუ ჯგუფის" პროექტების ხელმძღვანელის, ვახტანგ ცაგარელის თქმით, სამუშაოების პირველი ეტაპი 2 წლიანი იქნება და ამ პერიოდში საჭირო ინფრასტრუსქტურის ნაწილი აშენდება.

"პირველი ეტაპი მოიცავს 2 წლიან პერიოდს, რაც გულისხმობს ერთი სუანივერსიტეტო კორპუსის, საერთო საცხოვრებლისა და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობას. საბოლოოდ, უნივერსიტეტი გათვლილი იქნება 50 000 სტუდენტზე. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, ზაფხულზე, სავარაუდოდ, უკვე ივლისიდან დაიწყება", – განაცხადა  საკრებულოს სხდომაზე ვახტანგ ცაგარელმა.

ქუთაისში, მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერისტეტო ქალაქს "ქართუ ჯგუფი" აშენებს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)


"არ არის აუცილებელი ყოველდღე იყოს სამუშაოები" - უძილაური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებზე

"საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება" - შოთა მურღულია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან
გათავისუფლების საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ,
ორშაბათს, 6 თებერვალს გამოაცხადებს.
13:35 / 04.02.2023
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ორშაბათს, 6 თებერვალს გამოაცხადებს.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია
13:10 / 04.02.2023
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.