ახალი ამბები
საჭმელად უვარგისი პური ქუთაისის მაღაზიაში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მომხმარებელს ვადაგასული პური მიჰყიდეს.
ამის შესახებ "ქუთაისიპოტს" თავად მომხარებელმა ზურაბ ფირცხალავამ მიმართა. 

ის ამბობს,  რომ ე.წ. "ლიტვური" პური ქუთაისში ბუკიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა. სახლში დაბრუნებულმა ნახა, რომ პური დაობებული იყო.

"მართალია, ყველა მაღაზიაში ვერ დადგება მაკონტროლებელი და ეს შეუძლებელია, მაგრამ სისტემური შემოწმება უნდა ხდებოდეს და დაუგეგმავად სხვადასხვა ობიექტებს პერიოდულად  უნდა ამოწმებდნენ. ასეთ შემთხვევაში უფრო ყურადღებით იქნება  მარკეტში დასაქმებული, რომ არ აღმოუჩინონ ვადაგასული, თუ დაზიანებული პროდუქცია", - ამბობს მომხმარებელი ზურაბ ფირცხალავა. 

რეაგირების მიზნით მომხმარებელმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს 2017 წლის 16 მაისს მიმართა. რომლის საფუძველზეც, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ  მითითებულ მარკეტში ჩატარდა არაგეგმური შემოწმება.

"მითითებულ ობიექტში საბოლოო მომხმარებლისთვის მისაწოდებლად განთავსებულ სურსათზე დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისადმი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები. ბიზნესოპერატორს უზრუნველყოფილი აქვს მიკვლევადობა დოკუმენტირებულად. ობიექტში განთავსებულ სხვადასხვა სახეობის პურზე: "ლიტვური" დიეტური, "ლიტვური" საოჯახო, "ლიტვური" ტოსტის დაცული იყო ვარგისიანობის ვადები. რაც შეეხება, სატელეფონო შეტყობინებაში აღნიშნული "ლიტვური" საოჯახო, შენახვის ვადით -16 მაისი, მარკეტში არ აღმოჩნდა," - განმარტებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს დასკვნაში, რომელიც გამოგვიგზავნეს.

სააგენტოში განმარატვენ, "ლიტვურ" პურთან დაკავშირებით ზურა ფიცხალავას მსგავსად  სხვადასხვა რეგიიონადაც უკავშირდებიან მომხარებლები, რის საფუძველზე ამ პურის საწარმოს შემოწმება ჩაუტარდა.  

"შესაბამისად, ეტიკეტირებისადმი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო, მწარმოებლის მიმართ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 -ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი- საჯარიმო ქვითარი , რომელიც 400 ლარის ოდენობით თანხის გადახდას ითვალისწინებს", - განგვიმარატეს სააგენტოში.  



საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის განმარტებით, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, საჭმელად უვარგისი პროდუქციის რეალიზაციისა.

"ყოველდღე ვერ გაკონტროლდება და ვერ შემოწმდება მარკეტები, ფიზიკურად არ არსებობს ამის რესურსი და შესაძლებლობა. ამიტომ ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ შემცირდეს ასეთი ფაქტები," - ამბობს მადონა  კოიძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.