ახალი ამბები
"ბრიტანეთი დაინტერესებულია ტურისტები ქუთაისში დიდხანს გაჩერდნენ"
FaceBook
დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები, ელჩის მოადგილე ტიფან სალდერი და საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დღეს ქუთაისის მერიას სტუმრობდნენ. 

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს, რადგან მას არ ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები.

პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საელჩოს წარმომადგნელების ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია არ ქონდთ და ჟურნალისტების ინფორმირება, დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს.

"დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სტუმრობა ქუთაისსა და ლონდონს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის დაწყების ფაქტს უკავშირდება.

18 ივნისს, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“ რეგულარულ ფრენებს იწყებს.

საელჩოს თანამშრომელთა განცხადებით, ბრიტანეთი დაინტერესებულია ტურისტები ქუთაისში დიდხანს გაჩერდნენ, ასევე გარანტირებული იყოს მათი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხები.

სტუმრები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღეს. შეხვედრას ქუთაისის ჯანდაცვის ობიექტების, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ," - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ამავე თემაზე: 

ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით ფრენები 18 ივნისიდან დაიწყება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ
საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ
საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის
სახით.
14:15 / 16.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო
სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი
ექსპერტიზით) შპს
12:55 / 16.01.2026
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი ექსპერტიზით) შპს "ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი" განახორციელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.