ახალი ამბები
ქუთაისში საცურაო აუზის მშენებლობას რგფ აღარ დააფინანსებს
FaceBook
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზის მშენებლობას რეგიონალური განვითარების ფონდი აღარ დააფინანსებს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, მშენებლობისთვის საჭირო თანხა, ამჯერად, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.

რგფ-ის მიერ აუზის მშენებლობისთვის გათვალისწინებული 300 000 ლარი კი, ქუთაისში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდში განგვიმარტეს, რომ ქუთაისის საცურაო აუზის მშენებლობისთვის თანხა მას შემდეგ გამოიყოფა, რაც უწყებაში პროექტს წარადგენენ.

"ჯერჯერობით, პროექტი შემოსული არ არის. რამდენადაც ვიცით, მას ადგილობრივი თვითმმართველობა ამზადებს,"- განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ საცურაო აუზის პროექტი დამუშავების ეტაპზეა.

ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზის მშენებლობაზე ქალაქის მერმა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გააჟღერა.

იმ დროისთვის შოთა მურღულია ამბობდა, რომ მშენებლობას 5 მლნ ლარამდე თანხა დაჭირდებოდა.

მოგვიანებით, მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საცურაო აუზისთვის ყოფილი ლითოფონის ქარხნის ტერიტორია, სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ, შეთავაზებული რამდენიმე ადგილიდან, შეარჩია.

"ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზისთვისთვის საჭიროა 4000 კვ.მ. ხოლო ლოთოფონის ქარხნის მიმდებერად არსებული ტერიტორია 3 400 კვ.მ შეადგენს. მის მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დამატებაც გახდა საჭირო," - განაცხადეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც კერძო მესაკუთრისთვის, ფართის დათმობის სანაცვლოდ, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული შენობის გადაცემის საკითხზე იმსჯელეს.

ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზში რამდენიმე დახურული აუზი უნდა განთავსდეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია,  თავად დანიშნოს
შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი
15:30 / 03.12.2021
„მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია,  თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი ", – განაცხადა წულუკიანმა დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტში მოსმენისას.
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს საკრებულოს
თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს.
15:20 / 03.12.2021
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.