ახალი ამბები
"ეს იქცა სიკვდილის კარიბჭედ", - ნათელაშვილი მინდელის შახტის შესასვლელზე
FaceBook
ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნას პატივი მიაგო "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა. შალვა ნათელაშვილმა მინდელის სახელობის შახტის შესასვლელთან გვირგვინი მიიტანა.
შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს მთავრობას, შეიქმნას ქმედითი შრომის სააგენტო, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს გააკონტოლებს. ის მოითხოვს, რომ  გარდაცვლილ და მუშაობისას დაშავებულ მუშების ოჯახებს ხელფასი კომპენსაციის სახით დაენიშნოთ.

"მმართველმა ოლიგარქმა არამარტო დასაქმების შანსი მოუსპო ხალხს, არამედ ღერა-ღერა შემორჩენილ მუშებს მოუწყო შრომითი გენოციდი. ამ შახტში და მთელი საქართველოს საწამოებში იღუპება იმდენი ადამიანი, რამდენიც კვდება ომებში, ამას ბოლო უნდა მოეღოს.  მინდელის შახტის ეს შესასვვლელი იქცა სიკვდილის კარიბჭედ. მოვითხოვთ შეიქმნას შრომის სახელმწიფო სააგენტო და ყველა დაღუპულის ოჯახმა მთელი ცხოვრება მიიღოს ის ხელფასი, რაც ეკუთვნოდა მიცვალებულს ამ საწარმოდან", - შალვა ნათელაშვილი. 

ტყიბულის შახტში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით, შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.


ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს

"საქნახშირი ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.