ახალი ამბები
„ისინი არიან ყარაულები და არა ჯარისკაცები –„გირჩმა" ქუთაისში 50–მდე ადამიანი აკურთხა
FaceBook
"გირჩის" რელიგიურმა ორგანიზაციამ "ბიბლიური თავისუფლება" ქუთაისში 50–მდე ადამიანი აკურთხა.
ახალი პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის თქმით, ყველა მათგანი ორგანიზაციაში ჯარიდან თავის არიდების მიზნით გაწევრიანდა.

თემურ ცამციშვილის  განმარტებით, საყოველთაო გაწვევა არის ფარსი და ბიუროკრატიული იარაღი სახელმწიფოს ხელში.

"საქართველოში ყოველწლიურად 50 000–მდე ადამიანი ხდება 18 წლის. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ 5 000 მათგანი მიყავს ჯარში. ეს რეალურად ის რაოდენობაა, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება არა როგორც ჯარისკაცები, არამედ, როგორც ყარაულები. ჩვენ ბევრმა სპორტსმენმა მოგვმართა, რომლებიც იძულებული არიან ერთი წლით უარი თქვან თავიანთ კარიერაზე. ასევე, ადამიანებს ატოვებინებენ გაჭირვებით ნაპოვნ სამსახურს და აიძულებენ ერთი წელი ყარაულები იყვნენ", – ამბობს პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ცამციშვილი.

მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საკონტრაქტო ჯარის სახით, ქვეყნის თავდაცვითუნარიანობისთვის საკმარისი რესურსი ისედაც ჰყავს და საყოველთაო გაწვევა საჭირო არ არის.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.