ახალი ამბები
"ენერგო პრო-ჯორჯიას" აბონენტი მაღალი თანხის დარიცხვაში ადანაშაულებს
FaceBook
"ენერგო პრო-ჯორჯიას" ქუთაისის სერვის ცენტრს აბონენტი დიდი რაოდენობით თანხის დარიცხვაში ადანაშაულებს და სახალხო დამცველის აპარტს მიმართავს. 
მშვილდაძის ქუჩა #4-ში  მცხოვრებმა მარინე ბარაბაძემ მიმდინარე წლის აპრილში ელეტქროენერგიის ქვითარი მიიღო, სადაც მითითებული იყო, რომ მას 84,69 ლარის დავალიანება ჰქონდა.

ბარაბაძე  ამბობს, რომ მას ამ თანხის ელექტროენერგია არ  გამოუყენებია, რადგან სახლში მხოლოდ ტელევიზორს და მაცივარს რთავს.  

"თითქმის არაფერს ვიყენებ, მაგალითად წინა თვეებში სულ 7 ლარიდან 15 ლარამდე თანხის ფარგლებში ვიხდიდი. ახლა მომივიდა ასეთი თანხა. არ დამიწვია ასე და რატომ უნდა გადავიხადო არ ვიცი", - ამბობს მარინე ბარაბაძე. 

მან ინფორმაციის მისაღებად "ენერგო პრო-ჯორჯიას" ქუთაისის  სერვისცენტრს მიაკითხა, სადაც განუმარტეს, რომ მისი მრიცხველი დაზიანებული იყო და გამოუცვალეს და ამის გამო, როგორც აპრილის თვის ასევე, წინა თვეების დავალიანებაც მიუვიდა. 

"მითხრეს, რომ ჩემი მრიცხველი არ აჩვენებდა რეალურ მონაცემებს. ამის გამო გამოგიცვალეთ მრიცხველი და ავღრიცხეთ წინა თვეების დავალიანებაცო, ასე განმიმარტეს", -  ამბობს აბონენტი.

მისი თქმით, საცხოვრებელ კორპუსში მრიცხველები მიმდინარე წლის აპრილში მართლაც გამოიცვალა და ამის შემდეგ ახალი ქვითარი მიიღო, სადაც დავალიანება განახევრებული იყო. თუმცა, მარინე ბარაბაძისთვის ამჯერადაც მიუღებელი. 

"ახალ ქვითარში თანხა კი იყო შემცირებული ანუ 42.65 ლარი ამომიწერეს, მაგრამ ამდენსაც არ გადავიხდი, რადგან, ჯერ ერთი, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს და მეორეც, იმდენი რატომ უნდა გადავიხადო, რამდენიც არ გამომიყენებია", - განმარტავს ბარაბაძე. 

"ენერგო პრო ჯორჯიას"  ქუთაისის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ აბონენტს დაზიანების გამო მრიცხველი შეეცვალა და არსებული კანონის შესაბამისად, დაერიცხა დაზიანების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება, ხოლო ქვითარზე 84.69 ლარი შეცდომით მიუთითეს.

"გასულ წლის მოხმარების გათვალისწინებით, მიმდინარე გადასახადთან ერთად, თანხა შეადგენს 42. 65 ლარს (აქედან 6.67 ლარი აპრილის თვის გადასახადია). აბონენტის ქვითარში  გასული თვის გადასახადი შეცდომით იყო მითითებული. ეს პროგრამული შეცდომა იყო, აბონენტის მომართვისთანავე გასწორდა და გადასახდელი თანხა დაკორექტირდა", - ამბობს "ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეონა გეგუჩაძე.

"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ თუ აბონენტი დარიცხულ გადასახადს არ ეთანხმება, მას შეუძლია სემეკს ან სასამართლოს მიმართოს. ასევე, შესაძლებელია, აბონენტის მიმართვის შემთვევაში, დარიცხული თანხა რამდენიმე თვეზე გადანაწილდეს.

მარინე ბარაბაძე მისთვის უსამართლოდ დარიცხული თანხის გადახდას არ აპირებს და გეგმავს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სახალხო დამცველის აპარატს მიმართოს.

საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 101 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებისთვის 9.0034 თეთრი; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით 12.98 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტზე 17.50 თეთრი არის განსაზღვრული.

მარინე ბარაბაძე  ამბობს, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად, სახალხო დამცველის აპარატთთან არსებულ "მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის" მიმართვას გეგმავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.