ახალი ამბები
გოგი წულაია "პარკინგსერვისს" თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია "პარკინგსერვისს" თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. 

გოგი წულაიას თქმით "პარკინგსერვისმა" 700 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო. თუმცა, მხოლოდ  166 ათასი ლარი შევიდა ადგილობრივ ბიუჯეტში. 

"მივმართავ პროკურატურას გამოიკვლიოს სად და რაში დაიხარჯა ეს თანხა, რომელიც სისხლის მოწოვით არის ამოღებული მოსახლეობიდან", - ამბობს გოგი წულაია. 

შპს "პარკინგსერვისში" კი, გოგი წულაიას ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებენ და ვალდებულებით გათვალისწინებული თანხის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ საუბრობენ. 

"ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყოველს წელს  ადგილობრივ ბიუჯეტში 460 ათასი ლარი შევიტანოთ. გასულ წელს ორგანიზაციას მოგება არ დაუტოვებია, იქედან გამომდინარე რომ იყო ინფრატსრუქტურული და საოპერაციო ხარჯები. 166 ათასი ლარი არის შეტანილი ჯარიმებიდან, ამას გარდა ჩვენ 100 ათასი ლარი შევიტანეთ რაც გვქონდა ვალდებულება და დარჩენილ თანხას მომავალ წლებში ეტაპობრივად დავფარავთ", - ამბობს კომპანიის პიარმენეჯერი, მირანდა წივწივაძე. 


"პარკინგსერვიმა", რომელიც ქუთაისის მერიის საკუთრებაა, 2016 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 460 715 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 266 762 ლარის შეტანა შეძლო.

კომპანიის დირექტორი, ირაკლი სარიშვილი განმარტავს, რომ ორგანიზაციისთვის პირველი წელი რთული იყო, რის გამოც ადგილობრივ ბიუჯეტში გეგმის შეტანა ვერ მოხდა. თუმცა, ის ირწმუნება, რომ მიმდინარე წელს, გეგმასთან ერთად, გასული წლის ნაშთსაც შეიტანს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.