ახალი ამბები
"გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული" - ქუთაისელი მოსწავლეები
FaceBook
ქუთაისელი მოსწავლეები მოქალაქეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისკენ მოუწოდებენ.
ქუთაისის 25 - ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხვა ჩაატარეს, თუ რამდენად ირჩევენ ჯანსაღო ცხოვრების წესს. 

მათ მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, გამოკითხულთაგან: 68% ცდილობს ჯანსაღად იცხოვროს, 22% ჯანსაღი ცხოვრების წესს არ მისდევს და მხოლოდ 10% - ია დკავებული ფიზიკური აქტივობებით.

სწორედ ამ შედეგების ფონზე, სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ მათი მიზანია შეახსენონ თანატოლებსაც და მოქალაქეებსაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება.

"გვსურდა გამოგვეწვია სხვა სკოლების მოსწავლეები, რათა ერთობლივად განვახორციელოთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. ჩვენი მიზანი არის, გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული სკოლის მოსწავლეებში," - ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ მარგველაშვილი.

პროექტის ხელმძღვანელის, ქეთევან კობეშავიძეს თქმით, პროექტი მოცულობითი იყო, იგი ართიანებდა ჯანსაღი ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებას.

"მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაცია. პროექტი კვლავაც გრძელდება და იგი ფართომაშტაბიან ღონისძიებებს ითვალისწინებს: სასკოლი და სკოლებს შორის შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში; მარათონულ რბენას, ლაშქრობას," - ამბობს ქეთევან კობეშავიძე.

სოციალური აქცია 25-ე საჯარო სკოლაში პროექტის "ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია" ფარგლებში ჩატარდა.



Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
რიონის ხეობაში 65 დღიანი შეზღუდვის შემდეგ რკინის ბარიკადების
შემდეგ,  ხეობის მცველებს თავდაპირველ ადგილზე პროტესტის
გასაგრძელებლად მთავრობამ 13 ადგილი შესთავაზა. თუმცა,
აქტივისტებისთვის ყველა მათგანი მიუღეებელი აღმოჩნდა. 
17:20 / 20.06.2021
რიონის ხეობაში 65 დღიანი შეზღუდვის შემდეგ რკინის ბარიკადების შემდეგ,  ხეობის მცველებს თავდაპირველ ადგილზე პროტესტის გასაგრძელებლად მთავრობამ 13 ადგილი შესთავაზა. თუმცა, აქტივისტებისთვის ყველა მათგანი მიუღეებელი აღმოჩნდა. 
ქუთაისში თეატრალური იმერეთი 2021 -ის ფარგლებში დღეს, 19 ივნისს
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს.
13:21 / 19.06.2021
ქუთაისში თეატრალური იმერეთი 2021 -ის ფარგლებში დღეს, 19 ივნისს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.