ახალი ამბები
ქუთაისში უნიკალური ჯიშის პალმები ნადგურდება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე გაშენებულ უნიკალური ჯიშის ძვირადღირებული პალმების ხეივანი ნადგურდება.
გამწვანების ზოლზე გაშენებული მცენარეების უმრავლესობას ტოტები დამჭკნარი აქვს. 




გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ პალმების დაზიანება შესაძლოა არახელრასყელ გარემოირობებით იყოს გამოწვეული.



"სუბტროპიკული მცენარეები ვერ იხარებს ნესტიან გარემოპირობებში. აქედან გამომდინარე ქუთაისში არ არის ისეთი ჰავა, სადაც პალმები უნდა დაირგოს. ადრე თუ გვიან, ალბათ ეს მცენარეები განადგურდება და შესაცვლელი იქნება", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "დედამიწის მეგობრები"- ს სპიკერი, თემურ კეპულაძე. 

მისივე თქმით, 2011 წელს, ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე გაშენებული ნეკერჩხლები მოთხარეს და პალმები დარგეს.

"არაჩვეულებრივი იყო ძველი ხეივანი, რომელიც ქუთაისის გარემოპირობებსაც ეგუებოდა და ლამაზიც გახლდათ," - აცხადებს კეპულაძე.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ პალმების ხეივანის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

"ზამთრის სეზონზე მცენარეები იფუთება, ზაფხულში ირწყვება და ისხვლება. მოვლა-პატრონობა არ აკლია პალმებს და ყველაფერი კეთდება მათ გადასარჩენად", - ამბობენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისში "ვაშინგტონის" ჯიშის პალმების ხეივანის მოწყობა 2010 წელს მოხდა. აღნიშნული ხეივნის მოწყობა ადგილობრივ თვითმმართველობას 960 000 ლარი დაუჯდა. 300 ძირი პალმა აღმაშენებლის გამზირის კილომეტრნახევრიან ზოლზე გაშენდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.