ახალი ამბები
ელდარ შენგელაიას ფილმის "სავარძელი" პრემიერა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული ელდარ შენგელაიას ფილმის "სავარძელი" პრემიერით დაიხურა. ახალი ფილმის ჩვენებას კინო "საქართველომ" უმასპინძლა.

"ლტოლვილთა მისვლა-მოსვლის სამინისტროში", სადაც მოქმედება ვითარდება, მუდმივი მხოლოდ სკამია, მინისტრები კი პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთად  იცვლებიან. 

თავად გამოუტანა განაჩენი  საკუთარ თანამდებობას, მინისტრის  როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ნიკა თავაძემ, როცა ერთ-ერთი შენობიდან ლტოვილების გამოსახლების ბრძანება გასცა.

წინასაარჩევნო პერიოდში ამ არამომგებიანმა ნაბიჯმა მისი თანამდებობრივი კარიერა დაასრულა.  მის შემცვლელად კი ლტოლვილთა უფლებების დამცველი, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აქტივისტი გვევლინება, რომელიც ფილმში ვიტალი ხაზარაძემ  განასახიერა.

ფილმში საკუთარ როლს ეპიზოდურს უწოდებს თავად ვიტალი ხაზარაძე, რომლითაც მისი სამსახიობო დებიუტი შედგა. 

"ერთჯერადი მცდელობა იყო ჩემი მხრიდან. არავითარ მსახიობურ ნიჭზე არა არის აქ საუბარი. ბატონმა ელდარმა დამითანხმა",-განაცხადა ვიტალი ხაზარაძემ.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ქართული კინოს ცნობილი სახეები: ნინელი ჭანკვეტაძე, ნანა შონია, ტრისტან სარალიძე, ნანული სარაჯიშვილი და სხვები.
რეჟისორი პრემიერაზე გადამღებ ჯგუფთან და ფილმის მონაწილე მსახიობებთან ერთად ჩამოვიდა.

"არ ვიცი მოგეწონათ თუ არა, მაგრამ პრემიერა შედგა. მე ეს ფილმი ჩემს მეგობრებს მივუძღვენი",-განაცხადა ელდარ  შენგელაიამ ჩვენების დასრულების შემდეგ.

უკვე გადაწვეტილია, რომ მომავალ წელს კინოკვირეულის ჟიურის თავმჯდომარე ელდარ შენგელაია იქნება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.