ახალი ამბები
ზესტაფონის გამგეობა მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაშუქებაზე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ზესტაფონის გამგეობამ სატელივიზიო და რადიომომსახურებებზე ტენდერი (SPA170006326) გამოაცხადა. 15 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების მიღება 5 მაისს იწყება ხუთ დღეში დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიწოდება, სატელევიზიო რეკლამის დამზადება და ეთერში გაშვება, განცხადებებისა და აუქციონების გამოცხადება (ხმოვანი განცხადება, დღეში 4-6 ჯერ).

ასევე, განცხადებების მორბენალი სტრიქონის სახით განთავსება, საჭიროების შემთხვევაში პრესცენტრის მიერ მომზადებული მასალის ეთერში გაშვება. ამის გარდა, საჭიროების შემთხვევაში ვიდეო-მიმართვის გავრცელებაც.

"მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს რეგიონში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში) რეგიონალური ტრანსლირების ლიცენზია; პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ამონაწერი ავტორიზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან", - ნათქვამია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სატენდერო პირობებში.
სახელმწიფი შესყიდვაზე გამარჯვებულმა კომპანიამ სატევეზიო მომსახურება 2018 წლის 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.