ახალი ამბები
ქუთაისში "მაუდი 2000"-ის შენობა დაიწვა
FaceBook
ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ე.წ. მაუდის ქარხნის შენობა დაიწვა. ორსართულიან შენობაში 6 კომერციული ფართი იყო განთავსებული, რომლებიც ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა.

ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.

თავდაპირველად ცეცხლი შენობის მეორე სართულს მოედო, შემდეგ კი ხანძარი პირველ სართულზეც გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ხანძრის შესახებ შეტყობინება 28 აპრილს, ღამის 3:30 წუთზე შევიდა.

ადგილზე მობილიზებული სახანძრო სამსახურის ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას დილამდე ცდილობდნენ.

დაზარალებულები ხანძრის გაჩენის კონკრეტულ მიზეზზე ვერ საუბრობენ. მათი თქმით, შენობაში ელექტროობა გამართული იყო.

სს "მაუდი 2000"-ის დირექტორი, ამირან ბაღდავაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  ცეცხლი სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.

"ფეხსაცმელების ცეხებია და ბიჭები იყვნენ იქ. შესაძლოა, სიგარეტის ნამწვი  დააგდეს და მერე გაღვივდა. ზუსტად ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ამირან ბაღდავაძე.  

ადგილზე სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე  არიან მობილიზებული და ხანძრის ბოლო კერებს აქრობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.