ახალი ამბები
მჯდომარე ცხოვრების ყოველი საათი ადამიანს სიცოცხლეს 22 წუთით უმოკლებს
FaceBook
უმოძრაო ცხოვრება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მეოთხე ადგილზეა.
(არაინფექციური პათოლოგიებიდან ფაქტორებიდან გამომდინარე)
მედიკოსთა განმარტებით, ადამიანები რომ ყოველ საათში სულ ორიოდე წუთით დგებოდნენ ფეხზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, პრობლემის არსი ძირეულად შეიცვლებოდა.
ოფიციალური რეკომენდაციების თანახმად, დღეში მინიმუმ 30-წუთიანი ფიზიკური აქტივობაა საჭირო. ხოლო სტრატეგია "სულ ორიოდე წუთი ყოველ საათში" ამ მაჩვენებელთან მიახლოების საშუალებას იძლევა. აღნიშნულ აქტივობას კვირაში 2,5-3 საათიანი ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშიც უნდა დაემატოს.
ეს დასკვნა სპეციალისტებმა გამოიტანეს 3243 მოხალისეზე (რომლებიც აქსელერომეტრებს ატარებდნენ) სამწლიანი დაკვირვების შედეგად. უიტისა და კოლორადოს უნივერსიტეტების სამედიცინო სკოლების თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანები უბრალოდ იდგნენ ამ ორი წუთის განმავლობაში, არანაირი განსხვავება არ შეინიშნებოდა, ხოლო თუ აქტიურობდნენ - ვარჯიშობდნენ ან აჩქარებული ნაბიჯით სეირნობდნენ, სიკვდილის რისკი 33 %-ით ქვეითდებოდა.
როგორც გაირკვა, სკამზე გატარებული ანუ მჯდომარე ცხოვრების ყოველი საათი ადამიანს სიცოცხლეს 22 წუთით უმოკლებს, ხოლო ფიზიკური ვარჯიშის ყოველი საათი 90 წუთით უხანგრძლივებს. ეს ლოგიკურია, ადამიანის ორგანიზმი ხომ მოძრაობისა და აქტივობისთვისაა შექმნილი.
წყარო : mkurnali.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.