ახალი ამბები
"პოეზიის აფთიაქი" - სტუდენტებისთვის ახალი კონკურსი ცხადდება
FaceBook
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "პოეზიის კლუბმა" აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

ილიაუნის "პოეზიის კლუბის" წევრებმა აწსუ-ს სტუდენტებს ახალი კონკურსის "პოეზიის აფთიაქის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ორგანიზატორების თქმით, "პოეზიის აფთიაქში" ნაწარმოებების წარდგენა 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ მუსრველს შეუძლია.

"მას, ვისაც სურს პოეტური ტექსტები გაუზიაროს სხვას, შეუძლია ჩვენს აფთიაქში წარმოადგინოს მისი პოეზიური ამბები. ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს. სულ გამოვლინდება 7 გამარჯვებული, რომელსაც სპონსორის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ. ასევე, გამოქვეყნდება კრებული, სადაც ყველა მონაწილის ნამუშევარი შევა", - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ცირა ბარბაქაძემ.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მონაწილეებს ევალებათ განსაკუთრებული ემოციებისგან "პოეზიის აამბები" დაამზადონ, რომელიც მკითხველზე იმოქმედებს.

"ჩვენს ირგვლივ უამრავი ახალგაზრდაა, რომელიც წერს, უყვარს პოეზია და მათთვის ძალინ ღირებულია ამ პროექტში მონაწილეობა," - აცხადებენ წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები.

"პოეზიის აფთიაქში" ნაწარმოებების წარდგენა 2017 წლის 7 მაისამდე შესაძლებელია მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it სპეციალურად შექმნილი ჟიური კი გამარჯვებულებს მიმდინარე წლის 28 მაისს გამოავლენს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.