ახალი ამბები
ვანში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა
FaceBook
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტში აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა.

თანამედროვე სტანდარტების მრიცხველები ქალაქ ვანისა და მუნიციპალიტეტის 27 სოფლის მოსახლეობას დაუმონტაჟდა.

ბოლო სამუშაოები სოფელ ყუმურში მიმდინარეობდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას საკუთარი მრიცხველების ჩვენების მიხედვით მომავალი თვიდან შეძლებენ.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან ერთად განახლდა ქსელის ინფრასტრუქტურაც.

ამ დროისთვის ვანის მუნიციპალიტეტში 10 650 აბონენტია გამრიცხველიანებული.

"ენერგო პრო ჯორჯის" ქუთაისის სერვისცენტრის მონაცემებით, იმერეთის რეგიონში, ჭიათურისა და საჩხერის გარდა, ინდივიდუალური მრიცხველებით 210 000 აბონენტი სარგებლობს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გამრიცხველიანების გარეშე დარჩენილია 22 სოფელი, სადაც 2 670 აბონენტია. მათივე ცნობით, გეგმის მიხედვით, 2017 წლის ივლისის ბოლოს ყველა აბონენტი გამრიცხველიანებული იქნება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.