ახალი ამბები
ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოედნების მშენებლობა ვერ მოესწრება
FaceBook
2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით,  რაგბში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაგეგმილი მოედნების მშენებლობა ქუთაისში ვერ მოესწრება.

ქალაქი ჩემპიონატს  "ტორპედოსა" და სარაგბო კლუბ "აია არენას" დახმარებით უმასპინძლებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, აკაკი ლოდია ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ სპორტული კლუბები მსოფლიო დონის შეხვედრებს საკუთარ მოედნებს დაუთმობენ, მათ შორის, სასტუმროებსაც და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას. მისივე თქმით, ჩემპიონატის მისაღებად არსებული ინფრასტრუქტურა  საკმარისია.

"სავსებით საკმარისია ბაზები, რაც ამ ეტაპზე არის ქუთაისში. მსოფლიო რაგბის ექსპერტები იყვნენ ჩამოსული, ჩატარდა ინსპექტირება და დაიდო დადებითი დასკვნა. ასე, რომ ქუთაისში ამ თვალსაზრისით პრობლემები არ იკვეთება", - ამბობს აკაკი ლოდია.

რაგბის ჩემპიონატისთვის მოედნების მშენებლობის ვადები მას შემდეგ შეიცვალა, რაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სლოვაკურ კომპანია „Autokomodex Trnava"-სთან, რომელსაც ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში 20 სპორტული მოედანი უნდა აეშენებია, ხელშეკრულება გაწყვიტა.

აკაკი ლოდიას თქმით, მომხდარის მიუხედავად, მოედნები მაინც აშენდება, მაგრამ არა ჩემპიონატისთვის.

სამინისტრომ განმეორებითი ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა, სატენდერო პირობების მიხედვით, ირკვევა, რომ  ნაცვლად 20-ისა, მხოლოდ 10 სპორტული მოედანი  აშენდება. შემცირებულია ქალაქების რადენობაც, ახალი სპორტული მოედნები აღარ მოწეყობა  რუსთავში.  

11 686 811 ლარიანი ტენდერით უკვე დაინტერესდა უკრაინული კომპანია შპს "მილენიუმ სპორტი", რომელიც სამინისტროს 10 მოედნის აშენებას 10 777 777 ლარად სთავაზობს. უწყება პრეტენდენტთან შეთავაზების შეფასების ეტაპზეა.

სლოვაკურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ქუთაისში მოედნების მშენებლობის ადგილიც შეიცვალა. უკვე ცნობილია, რომ ერთი ფეხბურთის და ორი რაგბის მოედანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, ნიკეას ქუჩაზე აშენდება.

ტერიტორიები სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქუთაისის მერიამ გადასცა. აკაკი ლოდიას თქმით, მას შემდეგ, რაც მოედნები აშენდება, ისინი კვლავ ქალაქს დაუბრუნდება.

"რა თქმა უნდა გადაეცემა ქალაქს და მათ ადგილობრივი სპორტსმენები სხვადასხვა სპორტული მიზნით გამოიყენებენ", - ამბობს აკაკი ლოდია.

ქუთაისი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშებს 31 მაისს, 4 ივნისსა და 8 ივნისს უმასპინძლებს. ფინალური შეხვედრები კი თბილისში გაიმართება.

მატჩებზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული
სისტემის
13:36 / 02.12.2021
მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ
ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
12:25 / 02.12.2021
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.